გაბრიელ გაბადაძე
Aa
Aa

10 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გაბრიელ გაბადაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თურქეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 10 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის, ქუთაისელმა გაბრიელ გაბადაძემ 9-დან 7 ქულით ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ქართველი მოჭადრაკე მხოლოდ თურქ მეტოქეს ილმაზ ბავერს ჩამორჩა, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა. მესამე ადგილზე კი ხორვატი ერიკ გოლუბოვიჩი გავიდა.

ვერცხლი მედალთან ერთად გაბრიელმა 103 ქულა რეიტინგიც მოიმატა. აღსანიშნავია, რომ გაბადაძემ წლევანდელი ევროპის წლის სასკოლო ჩემპიონატის (10 წლამდე) ვერცხლის პრიზიორი და საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია თანატოლთა შორის.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნორჩ ჩემპიონს ფედერაციაში უმასპინძლეს. შეხვედრაზე  განვლილ ასპარეზობაზე ისაუბრეს და ნათამაშები პარტიებიც განიხილეს. გაბადაძესთან ერთად ფედერაციაში მისი მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილიც იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე
მიროტას ქუჩა - ცაში გაშვებული კვარას მაისური და ხვიჩას სტენსილი წალენჯიხის სტადიონზე