ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, ნეიმარი
Aa
Aa

მესი კვარა და სხვები - ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში ბენზემაზე და კეინზე წინ

ავტორიტეტული საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ი 2023 წლის ოქროს ბურთის განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც 20 ფეხბურთელი იმყოფება.

ჩვენდა სასიხარულოდ ხვიჩა კვარაცხელია მოწინავე ათეულში იმყოფება და ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც ქარიმ ბენზემა, ჰარი კეინი, ლეროი სანე, ჯუდ ბელინგემი, რაფაელ ლეაო, ფედე ვალვერდე და ფილ ფოდენი არიან.

„ევროპული სეზონის ვარსკვლავი, გამორჩეული „კვარადონა“ ნაპოლის სერია A-ს სათავეში მიღწევაში დაეხმარა, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში.

არცერთი სტატისტიკა არ აჯამებს გარემარბს იმაზე უკეთ, ვიდრე ის ფაქტი, რომ ის ამჟამად სერია A-ში გოლს პლუს საგოლე პასის სისტემით ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ მან ნაპოლის ბოლო 3 მატჩი გამოტოვა.

საქართველოს ნაკრებში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა აშკარად სერიოზული დარტყმაა ოქროს ბურთზე მის შანსებთან დაკავშირებით, მაგრამ მას რამდენიმე თვე აქვს იმისთვის, რომ სეზონის მეორე ნახევარს საუკეთესო ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდეს“.

- წერს Goal-ი კვარაცხელიას შესახებ.

რაც შეეხება ათეულსა და ფავორიტთა სიას, ლიდერი ლეო მესია, მეორე ადგილზე კი ნეიმარი იმყოფება. ათეული ასე გამოიყურება:

ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი - პსჟ
  2. ნეიმარი - პსჟ
  3. კილიან მბაპე - პსჟ
  4. ერლინგ ჰოლანდი - მანჩესტერ სიტი
  5. რობერტ ლევანდოვსკი - ბარსელონა
  6. ვინისიუს ჟუნიორი - მადრიდის რეალი
  7. კევინ დე ბრუინი - მანჩესტერ სიტი
  8. ჯამალ მუსიალა - ბაიერნი
  9. მოჰამედ სალაჰი - ლივერპული
  10. ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა