დინამო თბილისი, ბარსელონეტა
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: ბარსელონეტამ დინამო თბილისი დაამარცხა

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის პირველ ტურში „დინამო თბილისი“ „ბარსელონეტასთან“ 8:14 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი თბილისის „დინამომ“ სენსაციურად 4:2 მოიგო. ქართული კლუბის მხრიდან გოლები შემდეგმა მოთამაშეებმა გაიტანეს: ხვიჩა ჯახაია, იოვან სარიჩი, სტეფან პიეშივაცი, გიორგი მესხი.

მეორე მეოთხედში ესპანური კლუბი სამბურთიანი სხვაობით წინ გავიდა, თუმცა დიხტიარენკომ სხვაობა შეამცირა და ანგარიში 5:7 გახდა. „ბარსელონეტამ“ სამბურთიანი უპირატესობა მალე აღადგინა, თუმცა სტეფან პიეშივაცმა დუბლი შეასრულა და მეორე მეოთხედი 6:8 დასრულდა.

მესამე მეოთხედში არტიომ დიხტიარენკომ დუბლი შეასრულა. მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში 7:12 იყო.

მეოთხე მეოთხედში „დინამო თბილისის“ 18 წლის მოთამაშემ, გიორგი კირიაკიდიმ გაიტანა. საბოლოოდ, მასპინძლები 6-ბურთიანი ჩამორჩენით დამარცხდნენ - 8:14.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე სეზონს იწყებს. მეორე ტურში, 29 ნოემბერს, „დინამო თბილისი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

ფოტო: „დინამო თბილისის“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა
ხვიჩა, მესი, ნეიმარი - Goal-მა ამ სეზონის სიმბოლური შეადგინა