თორნიკე შენგელია, ილიას ზუროსი
Aa
Aa

“მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ“ - შენგელიას და ზუროსის კომენტარები

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და 84:85 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კომენტარები გააკეთეს.

რა თქვა თორნიკე შენგელიამ?

„რთულია ასეთი წაგების აღწერა. დაცვის კუთხით, მწვრთნელის გეგმას არ მივყევით. იტალია 3-ქულიანებს კარგად ისვრის და ამისგან თავი ვერ დავიცავით. მოხდა ის, რაც ბოლო წუთებზე მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ. ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა და ყველაფერი წინ გვაქვს. მეორე ტაიმში შესანიშნავი რეაქცია გამოვავლინეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია და ეს ჩვენს ხელშია.“

რა თქვა ზუროსმა?

„პირველ რიგში ჩემს კალათბურთელებს მინდა მივულოცო. მართალია მათ ვერ მოიგეს, მაგრამ ბოლო წამამდე იბრძოლეს და საოცარი სულისკვეთება გამოავლინეს. ყველაფერი ვცადეთ. ჩვენ გვყავს ისეთი საოცარი მოთამაშე, როგორიც თოკოა. არ დაგავიწყდეთ, მან ტრავმის შემდეგ ძალიან ცოტა მატჩში მიიღო მონაწილეობა და დღეს ბრწყინვალედ გამოვიდა. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ.

დღეს ბევრი კალათბურთელი სხვადასხვა მიზეზების გამო გვაკლდა. პარკეტზე მთელი გული დავდეთ. ვიგებთ, როგორც გუნდი და ვაგებთ, როგორც გუნდი. ამ წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ჩემი კალათბურთელების მჯერა, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ. შემდეგი 2 მატჩი უნდა მოვიგოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. მეორე ტაიმში კარგად არ ვთამაშობდით, მაგრამ ქომაგებმა მუხტი მოგვცეს და ბევრი რამ გამოვასწორეთ."

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებიდან მხრიდან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც არასრულ 34 წუთში 15 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიას კი 15 ქულით სპისუმ ულიდერა. ასევე გეტყვით, ამ წაგების შემდეგ საქართველოს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეროვნული ნაკრების ვარჯიში და ლოჩოშვილის კომენტარი
ეროვნული ნაკრების ვარჯიში და ლოჩოშვილის კომენტარი