სუპერ ლიგა
Aa
Aa

მორიგი შეხვედრა სუპერლიგის იდეაზე - უეფა ჩანაწერებს ამოწმებს

უეფა-მ გააკეთა განცხადება, რომელშიც დაგმო სუპერლიგის ორგანიზატორები იმის გამო, თუ როგორ წარსდგნენ ბოლო შეხვედრაზე მხარეები. დღეს, სუპერლიგის მომხრეთა საზოგადოებას A22 ეწოდება.

შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დასრულების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა გამოაქვეყნეს პირველადი განცხადება, რომელიც უეფა-ს, კლუბებს და ლიგის აღმასრულებელ პირებს ეხებოდა:

„სტატუს კვო უეფასთვის დამაკმაყოფილებელია.“

ასევე ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

"ეს პოზიცია მოსალოდნელი იყო, რადგან უეფა 1955 წლიდან არის ევროპის საკლუბო შეჯიბრებების ერთადერთი, დომინანტი ორგანიზატორი. ეს მონოპოლიური სტრუქტურა ამჟამად განიხილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ, რომელიც სავარაუდოდ 2023 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.“

A22 ორგანიზაცია უეფა-მ უპასუხოდ არ დატოვა:

„დღეს ფეხბურთის მმართველი ორგანოს მისამართით უპატივცემულო რეპლიკები გაჟღერდა. ის შეხვედრა, რომელიც ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა ყველა კუთხით მოწმდება, მათ შორის აუდიო ჩანაწერებიც. უეფა-მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ცვლილებების მომხრე არის, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა კლუბი კმაყოფილი იქნება და არა რამდენიმე.“

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ფლორენტინო პერესმა და ანიელიმ სუპერლიგის შექმნის იდეა ერთობლივად აწარმოეს, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოუვიდათ. „რეალის“ და „იუვენტუსის“ პრეზიდენტები გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს და საპროტესტო აქციებიც გაიმართა. საინტერესოა, რომ აღნიშნული პიროვნებები დღემდე ცდილობენ ახალი სუპერლიგის შექმნას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გამოსდით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინი: „დიდებული სიურპრიზია, ბრწყინვალე ხვიჩა ჩვენთან ერთადაა“
ბელინი: „დიდებული სიურპრიზია, ბრწყინვალე ხვიჩა ჩვენთან ერთადაა“