დავით ხოჭოლავა
Aa
Aa

ხოჭოლავას აღიარება - ქართველი მცველი სუპერლიგის სიმბოლურში

Sofascore-მა „კოპენჰაგენის“ ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სუპერლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 29 წლის ფეხბურთელმა „ლიუნგბიუს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, დამაჯერებელი იყო, „კოპენჰაგენმა“ კი ეს შეხვედრა 3:0 მოიგო.

ბურთს 88-ჯერ შეეხო, 77 პასი შეასრულა, მათ შორის 66 ზუსტი აღმოჩნდა (86 პროცენტი). მინდორზე 5-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მეორე სართულზე 6-დან 5 შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ სუპერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - 5. დანიის თასზე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლიც გაიტანა.

16 ტურის შემდეგ დანიის ჩემპიონატს „ნორშელანი“ 32 ქულით ლიდერობს, „კოპენჰაგენი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეგუჩაძეს შევხვდი და მითხრა, რომ...“ - კუპატაძე ბათუმის დინამოს დატოვების გარემოებებს იხსენებს
„გეგუჩაძეს შევხვდი და მითხრა, რომ...“ - კუპატაძე ბათუმის დინამოს დატოვების გარემოებებს იხსენებს