ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

“ისევ ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა“ - ჩავი მანჩესტერთან დაპირისპირებაზე

ცნობილი გახდა, რომ ევროპის ლიგაზე „ბარსელონას“ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება. ამასთან დაკავშირებით, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ჩავიმ?

„წილისყრამ კიდევ ერთხელ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე გვარგუნა. ქაღალდზე, ყველაზე რთულ გუნდს შევხვდით, რომელსაც შეიძლებოდა, რომ შევხვედროდით. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მას გუნდში დიდი მოთამაშეები ჰყავს. ვიმეორებ, ჩვენ კვლავ ყველაზე რთულ მეტოქეს ვხვდებით.

„იუნაიტედში“ დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ და ზოგადად „მანჩესტერი“ დიდი კლუბია, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ რონალდუ თამაშობს. ისტორიულ კლუბს ვუპირისპირდებით, რომელსაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. ვფიქრობ, კრიშტიანუ საოცარი ფეხბურთელია, რომელმაც საკუთარი ეპოქა შექმნა. მას ახლაც შეუძლია სხვა გუნდებთან განსხვავების შექმნა.“

შეგახსენებთ, რომ კატალონიის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ბაიერნთან“, „ინტერთან“ და „პლზენთან“ ერთად მოხვდა. „ბლაუგრანამ“ „რეკორდმაისტერთან“ ორივე მატჩი წააგო, ხოლო „ინტერთან“ 1 ფრე და 1 მარცხი. აქედან გამომდინარე, ბარსა ჯგუფიდან ვერ გავიდა და ევროპის ლიგაზე სწორედ ამ მიზეზით ასპარეზობს.

ცნობისთვის, ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ. ორივე დაპირისპირება ბარსამ მოიგო. პირველი შეხვედრა ინგლისში გაიმართა და კატალონიელებმა ლუკ შოუს ავტო გოლით გაიმარჯვეს, ხოლო ესპანეთში ჩატარებული შეხვედრა "ბლაუგრანამ" მესის დუბლით და კოუტინიოს 1 გოლით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა