ანტონიო კონტე
Aa
Aa

„VAR-ი ფეხბურთს კლავს!“ - კონტე ძალიან გააბრაზეს

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, „ტოტენჰემმა“ საკუთარ მოედანზე ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ლონდონელებმა მეორე გოლი გაიტანეს, თუმცა მთავარმა მსაჯმა გოლი ვიდეოგამეორების შემდეგ, თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

კეინის გოლს მთელი სტადიონი ზეიმობდა, მათ შორის ანტონიო კონტეც, რომელმაც გატანილი ბურთი ჩვეული ემოციით აღნიშნა, თუმცა, მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ მოედნიდან გააძევეს.

მატჩის დასრულების შემდეგ კონტემ მედიასთან აღნიშნულ ეპიზოდზე ისაუბრა.

რა თქვა იტალიელმა:

ვფიქრობ, ბურთი კეინის წინ იყო და გოლი უნდა ჩათვლილიყო. არ მესმის ამ თამაშგარის ხაზების, ვერ ვიგებ მათ მნიშვნელობას. ახლა ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება. VAR-ი ფეხბურთს დიდ ზიანს აყენებს. საინტერესოა, გაუუქმებდნენ თუ არა დიდ კლუბებს მსაჯები ასეთ გოლს? ძალიან მინდა ამის ცოდნა. ძალიან ბევრი უსამართლობაა და ეს სიტუაცია არ მომწონს, აქ დადებითი არაფერია.

5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში „ტოტენჰემი“ 8 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე მაინც აქვს. კონტეს გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „მარსელს“ ესტუმრება, რომელსაც 6 ქულა აქვს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ლისაბონის „სპორტინგი“ (7 ქულა) საკუთარ მოედანზე „აინტრახტს“ (7 ქულა) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰრადეცკის გმირობა, ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა, ესპანური კლუბების ანტი-რეკორდი
ჰრადეცკის გმირობა, ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა, ესპანური კლუბების ანტი-რეკორდი