სპალეტი: თითქმის სრულყოფილად ვითამაშეთ, ენფილდზე სპექტაკლი გარანტირებულია
ლუჩიანო სპალეტიმ „რეინჯერსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ჩვენ ქომაგებისთვის ვაკეთებთ. ჯერჯერობით ჩვენ თითქმის სრულყოფილად ვითამაშეთ.
ჩვენ ჩავატარეთ ფანტასტიკური პირველი ტაიმი და ასევე კარგი მეორე ნახევარი. მათი პროფესიონალიზმი მომეწონა, რომლებმაც ნაკლები სათამაშო დრო მიიღეს. რასაც აქამდე ვაკეთებდით სწორი იყო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო.
ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა სურთ.
არც კი მჭირდება ვარჯიშებზე იმის თქმა, რომ ბურთის სწრაფად გადასატანად მაქსიმუმ ორი შეხებით იმოქმედონ, ფეხბურთელებმა ეს უკვე თავადვე იციან. მატჩი იმის ანარეკლია, თუ როგორ ვარჯიშობს გუნდი მთელი კვირის განმავლობაში.
კიმმა არატომ არ დაისვენა? მას წარმოუდგენელი ძალა და სისწრაფე აქვს. როგორც კი საშიშროებას იგრძნობს, ორმაგი სიჩქარით მიდის ხოლმე. მას დასვენების სურვილი არ აქვს.
მომავალ მატჩში დიდი შრომა გველის. ლივერპული საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. ჩვენ მათზე ზეწოლა და ბურთის დაჭერა გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში მათთვის თავიანთი თვისებების გამოვლენა გართულდება. პლეი-ოფის გარანტირებული საგზურით ინგლისში გამგზავრება მშვენიერია, ენფილდზე სპექტაკლი გარანტირებულია“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და ოსიმენს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სპალეტიმ მათ დასვენების საშუალება მისცა.