ბექა დარცმელია
Aa
Aa

კვირის საუკეთესო მომენტი - ავსტრალიაში დარცმელიას დარტყმა გამოარჩიეს

22 ოქტომბერს, „ნიუკასლ ჯეთსი“ „ველინგტონ ფინიქსს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. „ჯეთსის“ რიგებში თავი ბექა დარცმელიამ გამოიჩინა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გაიფორმა. ბექას ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და მისი გასროლა კვირის საუკეთესო მომენტად დაასახელეს.

ბექამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. The Roar-მა გასული ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და ქართველი ფეხბურთელი რჩეულთა შორის მოხვდა: „ბექა დარცმელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი გოლი კარგი კომბინაციის შედეგი იყო და ბექამ მეტოქის კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო“.

შეგახსენებთ, რომ ბექა მიქელთაძეს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. დარცმელიას რაც შეეხება, იგი მეორე ტაიმში 64-ე წუთზე შეცვალეს. იმ მომენტისთვის ანგარიში უკვე 3:1 იყო. ცნობისთვის, პირველ ტურში „ჯეთსმა“ მიქელთაძის გოლით მოიგო, რომელმაც თავი 93-ე წუთზე გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე საუბარი“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
„არ მინდა მოურინიოს სიტყვებზე საუბარი“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ