The Sun: "არსენალი" იოზილს შეუთანხმდა!
ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მესუთ იოზილს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა.
მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ, თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტის ვადა ცნობილი არაა.
სამაგიეროდ, ბრიტანულმა პრესამ დაადგინა, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, იოზილის წლიური ხელფასი 16.5 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელ შემტევს "მეთოფეებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.