ფილ ფოდენი
Aa
Aa

„ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია“ - ფოდენი სიტიში 2027 წლამდე რჩება

ფილ ფოდენმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 22 წლის ინგლისელმა შემტევმა კლუბს საკუთარი მომავალი 2027 წლის ივნისამდე დაუკავშირა და „ქალაქელების“ ოფიციალურ ვებგვერდს კომენტარიც მისცა.

„რთულია სიტყვებით აღვწერო, კონტრაქტის გაფორმების გამო რამდენად ბედნიერი ვარ. ეს ახდენილი ოცნებაა. მთელი ცხოვრებაა სიტის გულშემატკივარი ვარ. აქ უამრავი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ბოლბოიც ვიყავი. ეს კლუბი ძალიან მიყვარს და საოცარი შეგრძნებაა, მისი ნაწილი 2027 წლამდე რომ ვიქნები.

ბოლო წლებში ძალიან მოვუმატე და ეს პეპისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რომლებიც ვარჯიშებისას მიმართულებებს მაძლევენ. მათთან მუშაობა საუკეთესო შანსია, რომ პროგრესი განვაგრძო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე. ისეთი შემადგენლობა გვყავს, ვგრძნობ, სწავლის გაგრძელება და ტიტულების მოგება შემიძლია, ეს ორი კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, სიტიში მომუშავე თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე აქ ვერ ვიქნებოდი. მადლობა აკადემიის მწვრთნელებს, ჩემს თანაგუნდელებსა და ყველას, ვინც სცენის უკან მუშაობს. ჩემთვის ამ კლუბში თამაში დიდი პატივია“, - განაცხადა ფოდენმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფეხბურთელს „ქალაქელთა“ მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 182 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 52 გოლი და 36 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ძალიან გაუმართლა, ეს ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია“ - დოსენა ხვიჩაზე
„ნაპოლის ძალიან გაუმართლა, ეს ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია“ - დოსენა ხვიჩაზე