ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

ორწლიანი ხელშეკრულება | ჟოზე მოურინიო რეალში ბრუნდება

ჟოზე მოურინიო „რეალში“ ბრუნდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველაფერი შეთანხმებულია და „სამეფო კლუბი“ ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გაავრცელებს.

რომანომ ბოლო ცნობები საფირმო HERE WE GO-თი გვაუწყა. ფაბრიციოს მიხედვით, მოურინიომ და „რეალმა“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და დოკუმენტების გაფორმებას ელოდებიან. „განსაკუთრებულის“ თავდაპირველი კონტრაქტი ორწლიანი იქნება.

მოურინიო მადრიდში „სამეფო კლუბისა“ და „ბილბაოს“ შორის გასამართი მატჩის შემდეგ გაფრინდება. მისმა „ბენფიკამ“ სეზონი წაუგებლად დაასრულა, თუმცა 80 ქულით მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა.

ცნობისთვის, მოურინიო „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა. „სამეფო კლუბთან“ ერთად ის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა, ესპანეთის თასი მოიგო და 2012 წელს ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისხლი ამიდუღდა, მას ძალიან გაუმართლა“ | ილიამ ჯოშ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა
„სისხლი ამიდუღდა, მას ძალიან გაუმართლა“ | ილიამ ჯოშ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა