ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჯუზეპე ბერგომი
Aa
Aa

ბერგომი: „ახალწვეულებმა ნაპოლი პროგრესის გზაზე დააყენეს“

მილანის „ინტერისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio Show-ში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ნეაპოლურ კლუბს ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთაც განვითარების პერსპექტივა აქვს. მათ შორის არიან ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, ჯოვანი სიმეონე და კიმ მინ-ჟე.

„როგორ ახერხებს სპალეტი, რომ გუნდს სიმშვიდე შეუნარჩუნოს? ამსტერდამში „ნაპოლის“ ბევრ ქომაგთან მქონდა კონტაქტი, მათში დიდი ენთუზიაზმი დავინახე. შემიძლია იმის თქმა, რომ „ნაპოლი“ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს, სპალეტიმ იცის, რა სურს და კლუბი წარმატებით როგორ ათამაშოს.

შესაძლოა, დამარცხდე როგორც „მილანი“ გასულ კვირაში, თუმცა დაბრუნება და ვითარების გამოსწორება სწრაფად უნდა შეძლო. „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, გუნდში გატარებული ცვლილებებით, ახალი ფეხბურთელების დამატებით პროგრესი აჩვენა. ახალწვეულებმა ნაპოლი პროგრესის გზაზე დააყენეს.

გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს, თუმცა „ნაპოლიში“ თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებიც იზრდებიან და განვითარების პერსპექტივა აქვთ: კვარაცხელია, რასპადორი, სიმეონე და კიმი, რომელიც კულიბალის დონეზე არაა, თუმცა დაცვაში ყურადღებით თამაშობს, მას ჯერ თამაში არ გამოუტოვებია. „კრემონეზესთან“ მატჩშიც ძალიან კარგად ითამაშა რაჰმანისა და დესერსის წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ბომბარდირთა დავაში ბეტოსთან, დიბალასთან, იმობილესთან და ვლაჰოვიჩთან ერთად მეორე ადგილზეა, მათ აქტივში 5 გოლია. პირველ პოზიციას მარკო არნაუტოვიჩი 6 გოლით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია V ლოჩოშვილი - ქართველების დუელი ხვიჩას გამარჯვებით დასრულდა
კვარაცხელია V ლოჩოშვილი - ქართველების დუელი ხვიჩას გამარჯვებით დასრულდა