ჟიულ კუნდე, ფრანკ კესი
Aa
Aa

რეალთან თამაშს შეძლებენ - ბარსას კუნდე და კესი უბრუნდებიან

„ბარსელონას“ ტრავმების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი სექტემბრის სანაკრებო პაუზიდან დაიწყო, როცა კლუბმა ერთბაშად 6 მოთამაშე დაკარგა.

მადრიდული As-ი წერს, რომ „ელ კლასიკოსთვის“ ჩავის 2 მოთამაშე დაუბრუნდება - ჟიულ კუნდე და ფრანკ კესი.

ორივე მათგანი მედშტაბისგან „რეალთან“ შეხვედრამდე თამაშის ნებართვას მიიღებს. გამოიყენებს თუ არა მათ ჩავი, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.

ამ მომენტისთვის „ბლაუგრანას“ ლაზარეთში არაუხო, კრისტენსენი, ბელერინი და დეპაი რჩებიან. გუნდს გუშინ დაუბრუნდა ფრენკი დე იონგი, რომელსაც უკვე თამაშის უფლებაც აქვს მიღებული.

შუა კვირაში „ბარსელონას“ „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. ჩავის გუნდი ვერმოგების შემთხვევაში ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩენას მიუახლოვდება.

დიდი ალბათობით, ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის, კუნდე და კესი მზად არ იქნებიან და „ბარსას“ „ნერაძურისთან“ თამაში შესუსტებული დაცვის ხაზით მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Times: რონალდუ ტენ ჰაგის საწვრთნელი პროცესით უკმაყოფილოა
The Times: რონალდუ ტენ ჰაგის საწვრთნელი პროცესით უკმაყოფილოა