ჩელსი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჩელსის მთავარი სამიზნე იქნება“ - რას წერენ ბრიტანეთში კვარაზე

ლონდონის „ჩელსი“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არის ინტერესდება. ინფორმაციას „არისტოკრატებთან“ დაახლოებული ბრიტანული სააგენტო, Football London-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ჩელსი“ 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას 2023 წლის ზაფხულში დაიწყებს და დიდი ალბათობით, კონკურენციის გაწევა პრემიერ ლიგის ორ გუნდთან - „ტოტენჰემთან“ და „ლივერპულთან“ მოუწევს.

რა წერია Football London-ზე:

ჩელსის ახალ მფლობელს, ტოდ ბოილის აქვს საიდუმლო მიზეზი, რომ „ტოტენჰემს“ „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმება დაასწროს.

21 წლის ფეხბურთელმა „დინამო ბათუმიდან“ ნეაპოლში გადასვლის შემდეგ ცხოვრება შთამბეჭდავად დაიწყო. „პარტენოპეის“ მისი ტრანსფერი მხოლოდ 9 მილიონი ევრო დაუჯდა და დიდია ალბათობა, რომ ახლა მისი ღირებულება მინიმუმ ორჯერ გაიზრდება.

11 მატჩში გატანილი 6 გოლით და 4 საგოლე პასით, ქართველმა ახალგაზრდამ ევროპულ სცენაზე ბრწყინვალე საკუთარი თავის ბრწყინვალე წარდგენა გააკეთა. ასევე, ის თავის ახალ კლუბთან ერთად სერია A-ს სათავეშიცაა.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, „აიაქსის“ წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი, სადაც ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა და შემდეგ უკვე თავადაც გაიტანა. როდესაც „ჩელსი“, გრაჰამ პოტერის მეთაურობით ახალ თავდამსხმელს ეძებს, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ „ლურჯები“ სწორედ ამ ახალ ვარსკვლავს შეარჩევენ.

მცირე დროის მიუხედავად, კვარაცხელიამ როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზეც შეძლო თავის გამოჩენა. მას თავისი ქვეყნის ნაკრებში ჩატარებულ 19 მატჩში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი. ამ ზაფხულს, მისით დაინტერესებულები იყვნენ „ტოტენჰემი“ და „ლიდსი“, თუმცა დასკვნით მომენტში მათ ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვეს. ამის მიუხედავად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მომდევნო წლის ზაფხულში კვარაცხელიას თემას მიუბრუნდებიან.

შესაძლოა, პრემიერ ლიგის გუნდები უკვე ნანობენ თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ევროპულ ასპარეზზე ჩატარებული თამაშებით ფეხბურთელი ახლა ბევრად მეტ ინტერესს იწვევს.

ნახეთ მისი ახალგაზრდობის სურათი? კვარაცხელიას აქ „ჩელსის“ 2006/07 წლების სეზონის მაისური აცვია. ამ დროს ის დაახლოებით 7-8 წლის იქნებოდა. იმ დროს „ჩელსი“ ჯო კოულის, ფრენკ ლამპარდის, დიდიე დროგბას და არიენ რობენის შეტევის ხაზით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ გუნდს ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა და თუ კვარაცხელია ამას უყურებდა, ალბათ გასაკვირი არაა, რომ ეს მაისური ჩაიცვა.

ამჟამინდელი შეტევა არ შეიძლება იყოს ბევრად უფრო შერს ამ ხარისხისგან, მაგრამ გაუმჯობესებას მაინც საჭიროებენ. „ლურჯებს“ სერიოზული ინტერესი აქვს „მილანის“ ფეხბურთელ რაფაელ ლეაოს მიმართ. სანამ ტოდ კლუბის ხელმძღვანელები კვარაცხელიას შესაძენად 127 მილიონის დახარჯვას განიხილავენ (ასეთია ლეაოს გამოსასყიდი თანხა), მას კიდევ ბევრი ექნება დასამტკიცებელი, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ის პორტუგალიელის უფრო იაფი ალტერნატივა გახდეს. თუ ის ფორმას შეინარჩუნებს და პარალელურად, „ლურჯების“ ფორვარდები არ გამოცოცხლდებიან, შესაძლოა, მან მომავალში ისევ მოირგოს „ჩელსის“ ფორმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა, მომდევნო შეხვედრა კი სერია A-ში, სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მარადონა“ – Sun-მა ხვიჩას სტატია მიუძღვნა
„ქართველი მარადონა“ – Sun-მა ხვიჩას სტატია მიუძღვნა