ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვინ არის ქართველი, რომელიც მსოფლიოს შტორმით იპყრობს?

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. გამონაკლისი არც ესპანეთია.

„ვინ არის ქართველი, რომელიც მსოფლიოს შტორმით იპყრობს“ - ამჯერად, ქართველი „კვარადონას“ შესახებ ესპანური გამოცემა superdeporte წერს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

„რთული სატრანსფერო ბაზრის შემდეგ, ნაპოლიმ დაკარგა მოთამაშეები, რომლებიც ბოლო დროს გუნდის სახეს წარმოადგენდნენ: ლორენცო ინსინიე ტორონტოში წავიდა, ფაბიან რუისი პსჟ-ში, დრის მერტენსი სტამბულში და კალიდუ კულიბალი ჩელსიში. ნეაპოლელები კერპების გარეშე დარჩნენ. ქართველი ფეხბურთელი ამ სიცარიელეს ავსებს და ილუზიებს აღვიძებს, მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია.

ნაპოლიმ მის სანაცვლოდ ზაფხულში 10 მილიონი გადაიხადა. იმ დროს ბათუმის დინამოს ფეხბურთელის სანაცვლოდ შესაძლოა ეს თანხა გადაჭარბებულიც კი სჩანდა, თუმცა სეზონის მსვლელობისას ეს მოსაზრებები კვარაცხელიას თამაშმა გადაფარა.

ქართველ შემტევს მარცხენა ფლანგზე თამაში და სახიფათო დიაგონალების შესრულება უყვარს, თავისი შესანიშნავი დრიბლინგით სანახაობრივი დარტყმების შესრულებასაც არ ერიდება. მის ანგარიშზე 9 გოლია და ასევე საგოლე გადაცემები. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ნაპოლი სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯერაც დაუმარცხებელი ლიდერია.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრებშიც ქმნის სხვაობას. მისი 5 გოლი და 3 საგოლე პასი კავკასიურ გუნდს B ლიგაში დასაწინაურებლად დაეხმარა.

ნეაპოლი ძალიან ვნებიანი ქალაქია, რომელიც თავის კერპებს თაყვანს სცემს, როგორც ამას სხვა რამდენიმე ქალაქიც აკეთებს. იქ უკვე ქართველს იცნობენ, როგორც „კვარადონას“, მეტსახელი, რომელიც მისთვის ჯერ კიდევ ძალიან დიდია, მაგრამ მის გავლენას ზუსტად ზომავს. სინამდვილეში კვარაცხელია ნეაპოლურ ქუჩებს უკვე ანათებს, რადგან ზოგიერთმა გულშემატკივარმა მას Quartieri Spagnoli-ში პირადი ფრესკა მიუძღვნა“. - ვკითხულობთ ესპანური გამოცემის ვებ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვან გოგი? არა, კვარავაჯო“ - ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა
„ვან გოგი? არა, კვარავაჯო“ - ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა