მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ფეხის ფეხზე გადადება, ალკოჰოლი, პაემანი - აკრძალვები, რომლებიც კატარის სტადიონებზე დაწესდა

სულ მალე კატარში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. მუნდიალს მთელი მსოფლიო ელოდება. ყველაფერი, რომ იდეალურად იყოს, მილიარდობით დოლარი დაიხარჯა.

სპორტულ მედიაში გავრცელდა ის წესები, რომლებიც გულშემატკივრებმა სტადიონზე ყოფნის დროს არ უნდა დაარღვიონ. ზოგიერთი მათგანი კი მეტად უცნაურია.

მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მანდილოსნებს ეკრძალებათ ფეხის ფეხზე გადადება. ჰომოსექსუალები მატჩებს ვერ დაესწრებიან.

ასევე, სტადიონზე აკრძალულია უხამსი სიტყვების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი, ადამიანებისთვის გაუფრთხილებლად სურათების გადაღება. აკრძალულია მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების უპატივცემულობა.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გაუგებარი აკრძალვა სტადიონზე პაემანი გახლავთ. რას გულისხმობს ეს წესი ამას ბოლომდე გულშემატკივრები ვერ მიხვდნენ, თუმცა ერთი რამ ნათელია - აღნიშნული წესები საკმაოდ ბევრ ადამიანს არ მოეწონა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტირეკორდი და ჩემპიონთა ლიგის კომპლექსი ბარსაში
ანტირეკორდი და ჩემპიონთა ლიგის კომპლექსი ბარსაში