კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

გალტიე: მესი ალტრუისტია, მას კვლავ შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე თვლის, რომ შესაძლოა მესი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე კვლავ გახდეს.

- ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმიდან პსჟ-ში პირველად გაიტანა. როგორ ფიქრობთ, იბრუნებს ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდებას?

„ყოველ დილით წარმოუდგენელ სიამოვნებას ვგრძნობ, როცა მესის ვარჯიშზე ვხედავ. ახლა კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ძალიან ბედნიერია.

ის არის ჭეშმარიტად ალტრუისტი მოთამაშე, რომელიც ხელმძღვანელობს თამაშს და მუდმივად იგებს. ის თავში წყურვილს ინარჩუნებს. შეუძლია, თუ არა კვლავ იყოს მსოფლიოში საუკეთესო? დიახ, თუ ის ზაფხულამდე ამ წარმოუდგენელ ფორმას შეინარჩუნებს. ლეო კარგად არის მომზადებული.

მესი ბედნიერია. და როცა ბედნიერია, კარგად თამაშობს“,

- განაცხადა გალტიემ.

35 წლის მესიმ მიმდინარე სეზონში პარიზელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მცველების თავის ტკივილი გახდა“ - OneFootball ხვიჩაზე წერს
“მცველების თავის ტკივილი გახდა“ - OneFootball ხვიჩაზე წერს