კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: დარწმუნებული ვარ რონალდუ ყველას გააჩუმებს

ერიკ ტენ ჰეგმა კრიშტიანუ რონალდუს კარიერის რთულ ეტაპზე ისაუბრა.

„თუ ვინმეს შეუძლია ამას გაუმკლავდეს, ეს არის კრიშტიანუ რონალდუ, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი. მთელი მსოფლიო უყურებს მას. რონალდუსგან მოლოდინი ძალიან დიდია.

დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუ დაბრუნდება, რადგან მას მთელი თავისი კარიერის მანძილზე გაჰქონდა გოლები. წელსაც ასე გააგრძელებს. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ყველა გაჩუმდება“.

- როგორ ფიქრობთ, რონალდუ შეიძლება გამოგადგეთ მანჩესტერ სიტისთან მატჩში?

„ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ მისი თვისებებიდან და ხასიათიდან გამომდინარე. დიახ, ის შეიძლება სასარგებლო იყოს“.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ევროპა ლიგაზე „შერიფთან“ პენალტით.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ, 37 წლის რონალდუს მიმართ, რამდენიმე სუსტი მატჩის ჩატარების შემდეგ პორტუგალიაში უკმაყოფილება იყო, გავრცელდა მოწოდებები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ფერნანდუ სანტუშმა ნაკრები მის გარეშე უნდა წაიყვანოს. ამის შანსი სავარაუდოდ ძალიან მცირეა, მეტიც, პრაქტიკულად არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის მე-60 გოლი ჯარიმიდან - რონალდუს 2-ით უსწრებს, როგორია სრული სია?
მესის მე-60 გოლი ჯარიმიდან - რონალდუს 2-ით უსწრებს, როგორია სრული სია?