სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 15 ქულა - მემფისთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო

NBA-ს მოსამზადებელ ეტაპზე „მილუოკი ბაქსი“ შინ „მემფის გრიზლისთან“ 102-107 დამარცხდა. „მილუოკის“ 23 წლის ქართველმა ცენტრმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე პარკეტზე 21 წუთი და 25 წამი გაატარა. მის აქტივში 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

სანდრომ 5-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მამუკელაშვილი არ დაჯარიმებულა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი ქულა „მილუოკის“ ნიგერიელმა კალათბურთელმა ჯორდან ნვორამ ჩააგდო (21). მამუკელაშვილი თანაგუნდელთა შორის ჩაგდებული ბურთების შედეგიანობით მხოლოდ ნვორას ჩამორჩა. სანდროს მსგავსად 15 ქულა „მილუოკის“ კიდევი ერთი კალათბურთელის, გრეისონ ალენის აქტივშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუ: „ზაზა ჩემთვის დიდი ძმასავითაა, 1 vs 1-ზე 11:0-ს მოვუგებ“
მამუ: „ზაზა ჩემთვის დიდი ძმასავითაა, 1 vs 1-ზე 11:0-ს მოვუგებ“