„ეს რა სიმახინჯეა?“ - ბენფიკას მცველის მეუღლემ FIFA 23 გააკრიტიკა
Aa
Aa

„ეს რა სიმახინჯეა?“ - ბენფიკას მცველის მეუღლემ FIFA 23 გააკრიტიკა

„ბენფიკას“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ლუკას ვერისიმოს მეუღლემ, ამანდამ FIFA 23-ის შემქმნელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ცნობილ ვიდეოთამაშში მისი მეუღლე „მახინჯ მამაკაცად“ აქციეს. ამანდამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ FIFA 23-ში მისი მეუღლის სახეს რეალობასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

„ეს რა სიმახინჯეა? მახინჯ მამაკაცზე ნამდვილად არ დავქორწინებულვარ“, - განაცხადა ამანდამ და ვიდეო თამაშში ვერისიმოს პერსონაჟის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში ამანდას მხარი ბევრმა დაუჭირა და ვიდეო თამაშის მოყვარულებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები აუცილებელია. ცნობისთვის, ვერისიმო „ბენფიკას“ გასული წლის იანვარში შეუერთდა. 2021 წელს, მან ბრაზილიის ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და პერუს წინააღმდეგ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „ქართული ყელსაბამის ტარებაც ამიკრძალეს, რუსეთი ხალხს არაფრის გამო ხოცავს“
დვალიშვილი: „ქართული ყელსაბამის ტარებაც ამიკრძალეს, რუსეთი ხალხს არაფრის გამო ხოცავს“