ერთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა SofaScore-მა ვილი სანიოლის შეგირდები შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ნიკა კვეკვესკირს და ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდათ.

ლორია(6.9), კაშია(7.2), ხოჭოლავა(7.3), კაკაბაძე(6.6), ლობჟანიძე(6.6), კვეკვესკირი(7.7), მექვაბიშვილი(7.3), აზაროვი(6.9), კვარაცხელია(7.7), წიტაიშვილი(7.5), ზივზივაძე(6.8), მამარდაშვილი(6.5), ლოჩოშვილი(6.5), ყაზაიშვილი(6.3), დავითაშვილი(6.3), მიქაუტაძე(6.6).

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. საქართველომ 16 ქულით პირველი ადგილი არამარტო საკუთარ ჯგუფში, არამედ მთლიანად C ლიგაში დაიკავა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში „ჯვაროსნები“ საქართველოში ითამაშებენ. თუ ვინ იქნება „ჩვენებურების“ მეტოქე ამას საბერძნეთისა და ჩრდ.ირლანდიის დაპირისპირება გაარკვევს.

ცნობისთვის, თუ საბერძნეთი მინიმუმ 1 ქულას აიღებს, საქართველოში ყაზახეთი ჩამოვა, ხოლო თუ ჩრდ.ირლანდია საბერძნეთს მოუგებს, ასეთ შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრების მოწინააღმდეგე ევრო 2004-ის გამარჯვებული იქნება.

ასევე გეტყვით, ვილი სანიოლმა თემურ ქეცბაიას შედეგი გააუმჯობესა. ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, საქართველომ 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დააფიქსირა. 9 მოგება და 2 ფრე - ასეთია "ჯვაროსნების" ბოლო დროინდელი შედეგები.

ხვიჩას გოლი

წიტაიშვილის გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
11-მატჩიანი წაუგებელი სერია და ახალი რეკორდი - საქართველოს რთული გამარჯვება აუთსაიდერთან
11-მატჩიანი წაუგებელი სერია და ახალი რეკორდი - საქართველოს რთული გამარჯვება აუთსაიდერთან