ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

„კოკა-კოლა, პეპსი და საოცარი ბიჭუნა“ - IJF-მა ქართველ ძიუდოისტებზე დაწერა

6 ოქტომბერს, უზბეკეთში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება და ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა ფავორიტებზე ისაუბრა. IJF-მა ქართველ ფალავნებზეც დაწერა და მათ შესახებ -73 და -81 კილოგრამ წონით კატეგორიებზე საუბრისას ილაპარაკა.

„-73 კილოგრამი წონითი კატეგორია შაბათ დილით ხორცის მაღაზიას ჰგავს, რომელსაც უამრავი კლიენტი ჰყავს და ყველას ხორცის საუკეთესო ნაჭრის მიღება სურს. მოთხოვნა დიდია, მიწოდება - მცირე, რადგან ტიტული ერთია და მისი გაყოფა არ შეიძლება. როგორც ხშირად ხდება, ოლიმპიადის შემდეგ გვაქვს დანაკლისები, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება შოჰეი ონო და მის არყოფნაში ყურადღება ლაშა შავდათუაშვილისკენ იქნება მიპყრობილი. როცა ონო არ არის, ქართველი იმარჯვებს. როცა ონო არის, ლაშა მშიერი არ რჩება და ცდილობს, ვერცხლი ან ბრინჯაო დააგემოვნოს. ისინი ისე არიან, როგორც კოკა-კოლა და პეპსი. მსოფლიო ჩემპიონატზე ონოს სოიჩი ჰაშიმოტო ჩაანაცვლებს. იგი იმავე დონის მოჭიდავე არაა, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, იაპონური სკოლის აღზრდილია და ფავორიტია“.

„-81 კილოგრამი წონითი კატეგორია ძალიან საინტერესოა. აქ ასპარეზობა ბრიუს უილისის პერსონაჟის, ჯონ მაკლეინის ქმედებას ჰგავს, როცა მან ნაკატომი თაუერში, დამსხვრეული შუშის ნაწილებზე ფეხშიშველმა გაიარა. ამ წონაში ფრთხილად უნდა იყო, რადგან საფრთხე ყველა მხრიდან მოდის. ფავორიტი მატიას კასია და ტურნირზე მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ტატო გრიგალაშვილიც იქნება. საოცარი ბიჭი, რომელიც ყველა ბრძოლაში გვაოცებს, მაგრამ მენტალურად არც თუ ისე ძლიერია და ეს ალბათ, მისი ერთადერთი სუსტი წერტილია. თუ თავი არ დაკარგა, აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებს“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის 564 წარმომადგენელი გამოვა. საქართველო 11 სპორტსმენით წარდგება და ტატამიზე 9 ვაჟსა და 2 გოგონას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „მერაბი ბულდოზერია, ის უბრალოდ არ იღლება“
ალჯო: „მერაბი ბულდოზერია, ის უბრალოდ არ იღლება“