ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
პოგბას ძმა: პოლი ბანდიტებით იყო გარშემორტყმული, ერთ-ერთ ნათესავს მკლავში ესროლეს, დედის სახლი დაწვეს
Aa Aa
24 სექტემბერი 2022  |  16:40

პოგბას ძმა: პოლი ბანდიტებით იყო გარშემორტყმული, ერთ-ერთ ნათესავს მკლავში ესროლეს, დედის სახლი დაწვეს

პოგბების ოჯახში სკანდალი გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, პოლის ძმა მატიასი სამართალდამცავებმა დააკავეს და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასამართლო პროცესის დასრულებამდე დარჩება.

მატიასს ბრალად 13 მილიონი ევროს გამოძალვის მცდელობა ედება. მას კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედება ედება ბრალად. ამჯერად კი პოგბას უკვე ძმა უჩივის და კრიმინალებთან ურთიერთობას თავად აბრალებს.

RMC Sport-ის ცნობით, მატიასი ამტკიცებს, რომ პოლი ბანდიტებით იყო გარშემორტყმული. მისი თქმით, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან მეგობრობს.

ფეხბურთელის უფროსმა ძმამ განმარტა, რომ ტვიტერში ვიდეოები (რომლებშიც ის პოლს ბრალს სდებს) წინასწარ იყო მომზადებული - იმ შემთხვევაში, თუ მათ თავად ვერ გამოაქვეყნებდა.

„ბევრი შოკირებული იქნება. მათ ამის დაჯერება გაუჭირდებათ, მაგრამ ასეა. ამიტომ დღეს ჩვენს ოჯახს საფრთხე ემუქრება. ჩემი ძმა ყოველთვის კრიმინალების გარემოცვაში იყო.

მხოლოდ მეგობრობა რომ ყოფილიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა. პრობლემა ის არის, რომ მან ეს ურთიერთობა საკუთარი თავის დასაცავად და მათთან რაღაც ბნელი საქმეების გასაკეთებლად გამოიყენა.

ამის შესახებ არ ვიცოდი, სანამ მან მათ არ უღალატა და გაიქცა. შემდეგ მე და დედა მათი სამიზნეები გავხდით.

ჩვენს ზოგიერთ ნათესავს უკვე დაესხნენ თავს. ერთ-ერთ მათგანს პოლის ყურადღების მიქცევის მიზნით ხელში ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ინციდენტის ფაქტი პოლიციამ დაადასტურა.

მე თვითონ გამქურდეს, დედაჩემის სახლი კი დაწვეს. ჩვენ ავტორიტეტებთან გასაპროტესტებლად არ მივსულვართ, რადგან რეპრესიების გვეშინოდა“,

- განაცხადა მატიას პოგბამ.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას შამათი“ - როგორ გამოეხმაურა ჩრდილოეთ მაკედონიური პრესა მარცხს
„კვარაცხელიას შამათი“ - როგორ გამოეხმაურა ჩრდილოეთ მაკედონიური პრესა მარცხს