სტატისტიკა ერთა ლიგაზე - კვარას მხოლოდ ჰოლანდი უსწრებს
ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგაზე თავისი მორიგი გოლი გაიტანა. საქართველომ ჩრდ მაკედონიას 2:0 მოუგო და ნახევარფინალის საგზური გაიფორმა.
ხვიჩას მორიგ გოლს და მორიგ კარგ თამაშს პრესაში და სოციალურ ქსელებში ტრადიციულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიას 5 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და ეს მთლიანად ლიგაში მე-2 საუკეთესო შედეგია. კვარა მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ჯამში კვარას ერთა ლიგაზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლს + 5 საგოლე პასი აქვს და ათ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ასევე გამოსარჩევი შედეგია, რომელიც ერთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც აღნიშნა.
???????? Kvaratskhelia has 10 goal contributions in 8 #NationsLeague games (5 goals, 5 assists) ????
— UEFA Nations League (@EURO2024) September 23, 2022
Special talent. pic.twitter.com/I39WDAkBx5
ხვიჩას ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება 26 სექტემბერს გიბრალტართან შეხვედრაში შეეძლება, რომელიც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.