„ინფანტინოს დარჩენა სირცხვილი იქნება“ - ხავიერ ტებასი
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანი ინფანტინო მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, ფიფას პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს.
„თუ ჯანი ინფანტინო თანამდებობაზე დარჩება, ეს სირცხვილი იქნება. ფეხბურთისთვის იდეალური იქნებოდა, აშშ-ს რომ ბელგიისთვის მოეგო. ამ შემთხვევაში ფოლარინ ბალოგუნის წითელი ბარათის გაუქმების გამო ინფანტინო თანამდებობას ნამდვილად დატოვებდა.
ბევრი ფედერაცია ფიფას ფულზეა დამოკიდებული. ინფანტინოს მხარს თუ არ დაუჭერენ, ისინი ამ დაფინანსებას დაკარგავენ. ჯერ დრო კიდევ არის: 18 ნოემბრამდე უნდა გამოჩნდეს კანდიდატი, რომელიც ინფანტინოს ხმებს წაართმევს“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატელეფონო ზარის შემდეგ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაცია გააუქმა და ფორვარდმა ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ ფიფას სურდა შეექმნა FIFA Forward Enterprise (FFE) - ახალი კომერციული სტრუქტურა ტურნირებზე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, უფლებების კერძო ინვესტორებზე გასაყიდად. უეფამ ფიფას ტურნირებს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა.