ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელიას შოუ“ - Corriere dello Sport-მა ხვიჩაზე დაწერა

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა. ერთ-ერთი მათგანი ავტორიტეტული Corriere dello Sport-ი გახლავთ და იტალიური გაზეთი ქართველ შემტევს აქებს.

კვარაცხელიას შოუ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებაში: გოლი და შექმნილი ავტოგოლი.

„სუპერ კვარაცხელია ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს წარმატების პროტაგონისტი იყო. ნაპოლის ფლეიმეიქერმა ჯერ ბურთი ჩააწოდა, რომელიც მიოვსკის მოხვდა და ავტოგოლი გავიდა, შემდეგ კი ბუდუ ზივზივაძის გადაცემით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა.

ვილი სანიოლის გუნდმა B ლიგის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. საქართველოს 4 მოგება და 1 ფრე აქვს და მის ანგარიშზე 13 ქულაა. ქართველებს ბოლო შეხვედრა გიბრალტართან ელით“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკურმა პლატფორმამ, Whoscored-მა კვარაცხელიას ასპარეზობა 7.5 ქულით შეაფასა, Sofascore-მა კი ხვიჩას 7.3 დაუწერა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამჯერად საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე
„ამჯერად საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა“ - იტალიური პრესა ხვიჩას თამაშზე