იულიან ნაგელსმანი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

ბაიერნი ნაგელსმანის გაშვებას არ აპირებს - კლუბი ვითარების შეცვლას ელის

Sky Sport Deutschland-ის ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ იულიან ნაგელსმანთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ გეგმავს. 35 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება, თუმცა კლუბის მმართველები იმედოვნებენ, რომ ვითარება შეიცვლება და ფეხბურთელები კრიზისულ პერიოდს დაძლევენ. წყაროს ცნობით, კლუბი იმედოვნებს, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უკეთესი კომუნიკაცია შედგება, რაც შემგომში უახლოესი მატჩების შედეგებზე აისახება.

ბუნდესლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში „ბაიერნმა“ მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, ოთხიდან სამი მატჩი ფრედ დაასრულა, გასულ ტურში კი სტუმრად „აუგსბურგთან“ დამარცხდა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იულიან ნაგელსმანის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „სან სიროზე“ „ინტერი“ დაამარცხა (0:2), მეორე ტურში კი კატალონიის „ბარსელონას“ იდენტური ანგარიშით მოუგო.

იულიან ნაგელსმანი 2021 წლის აპრილიდან ბავარიული გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ბუნდესლიგა (2021-22) და გერმანიის ლიგის თასი (2021, 2022) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა მესის ესაუბრა - შესაძლოა, არგენტინელი ბარსაში დაბრუნდეს
ლაპორტა მესის ესაუბრა - შესაძლოა, არგენტინელი ბარსაში დაბრუნდეს