ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი: ჩემი მიზანია ბორდო ლიგა 1-ში დავაბრუნო

ზურიკო დავითაშვილმა „ბოდოში“ დებიუტი „დიჟონთან“ 87-ე წუთზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლით აღნიშნა. ქართველი შემტევი ამის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს ესაუბრა.

„ბორდო ძალიან კარგი კლუბია, დიდი სახელი აქვს. საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონები არიან, აქ ზიდანი თამაშობდა. ამ ყველაფერმა მიბიძგა, რომ აქ გადმოვსულიყავი. შევეცდები გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგზე თამაშია, ასევე შემიძლია ცენტრში და მარჯვნივაც ვითამაშო. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები, რომ ჟირონდელებს გამარჯვებებში დავეხმარო. ჩემი მიზანია კარგად ვითამაშო და გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დავეხმარო.

აქ ყველაფერი მომწონს, პირობები უმაღლეს დონეზეა. ჩემი აზრით, პროცესი კარგად მიდის და ყველაფერი თამაშისას გამოჩნდება. ფრანგული ჯერ არ ვიცი, მაგრამ გუნდელები მოედანზეც და მის მიღმაც დიდ დახმარებას მიწევენ. ენის შესწავლას ვიწყებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქომაგები გავახარო - „ალე ბორდო“.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი „დიჟონთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ფრანგული კლუბის ქომაგთა შორის გამოკითხვა webgirondins.com-მა ჩაატარა და დავითაშვილმა ხმების 50 პროცენტი მიიღო. მეორე და მესამე ადგილები პუსინმა და ბოკელემ გაიყვეს - 11-11 პროცენტი, ხოლო მეოთხე გრეგერსენი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტურის საუკეთესო სეივი! - La Liga-მ მამარდა გამოარჩია
ტურის საუკეთესო სეივი! - La Liga-მ მამარდა გამოარჩია