მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„ალდოს გუნდი მაგრად შეცდა მერაბთან ჩხუბს რომ დათანხმდა“ - UFC-ის ყოფილი მებრძოლი

ბრენდან შაუბი UFC-ის ყოფილი მებრძოლია, რომელსაც მირკო კრო კოპის, ტრევის ბრაუნის, ანდრეი არლოვსკისა და სხვა ცნობილი მეტოქეების წინააღმდეგ უჩხუბია. შაუბმა Youtube-ის საკუთარ არხზე ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ჟოზე ალდოს MMA-დან წასვლას გამოეხმაურა.

„ჩემი აზრით, კარიერის დასრულება მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჟოზე ალდო არის მებრძოლი, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის და 2019-20 წლებში რთული პერიოდი ჰქონდა. მან ვოლკანოვსკისთან, მორაესთან და პიოტრ იანთან წააგო და შემდეგ ზედიზედ 3 ჩხუბი მოიგო, თუმცა მისი გუნდი მაგრად შეცდა, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლას რომ დათანმხდა.

სტილის გათვალისწინებით, მერაბი ალდოსთვის კოშმარული მეტოქეა. ჟოზეს შეეძლო, მოეცადა და იყო შანსი, საჩემპიონო ბრძოლა მიეღო. ეს მისთვის სათანადო გაცილება იქნებოდა. მერჩივნა, ალდოს ტიტულისთვის ეჩხუბა და MMA-დან ამის შემდეგ წასულიყო“.

შეგახსენებთ, რომ ალდოს დამარცხებით, „მანქანამ“ UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და მოგებული ბრძოლის შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ღვთის საჩუქარია“ - Eurosport-მა სერია ა-ს სიმბოლური შეადგინა
„ხვიჩა ღვთის საჩუქარია“ - Eurosport-მა სერია ა-ს სიმბოლური შეადგინა