ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურია: „ჩხუბი შემთხვევით დავიწყე, გაისად ქამრისთვის ვიბრძოლებ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ El Mundo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ილაპარაკა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ 2023 წელს საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბი სურს და თუ რაღაც უცნაური არ მოხდა, მიზანს მიაღწევს.

ესპანეთში გადასვლაზე

„ჩემი მშობლები ესპანეთში შემთხვევით აღმოჩნდნენ. ალიკანტეში ნათესავები ჰყავდათ და საბოლოოდ, დარჩენა გადაწყვიტეს. ისინი შრომისმოყვარე ადამიანები არიან. მამაჩემი მშენებლობაზე მუშაობდა, დედაჩემი კი ბავშვებს უვლიდა. ჩხუბი შემთხვევით დავიწყე. საქართველოში ყოფნისას ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაზე დავდიოდი და ერთ დღეს, დედაჩემმა ავტობუსში მამაკაცი დაინახა, რომელსაც დარტყმების გამო ყური ჰქონდა ნატკენი და ჰკითხა, სად ვარჯიშობდა. მეორე დღეს, მან მე და ჩემი ძმა სპორტდარბაზში მიგვიყვანა, სადაც ჯიუ ჯიცუსა და MMA-ში ვარჯიში დავიწყე. მაშინ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი და სპორტდარბაზი ძალიან დამეხმარა. მან არა სპორტსმენად, არამედ ადამიანად მაქცია და აქ მყოფი ხალხის მადლობელი ვარ“.

სამომავლო გეგმებზე

„თუ რამე უცნაური არ მოხდა, გაისად საჩემპიონო ქამრისთვის უნდა ვიჩხუბო. ამისთვის ვემზადები და ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. საკუთარი თავის რწმენა, რომელიც მაქვს, ჰაერიდან არ მოსულა. ყველაფერი იმ სამუშაოს დამსახურებაა, რომელიც გავწიე. ჩემი ცხოვრება უწყვეტი ვარჯიშია. ყოველდღე ვდგები, სპორტდარბაზში მივდივარ და ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ. ვცდილობ, ყველაფერში მოვუმატო. იქნება ეს ფიზიკური ფორმა, ტექნიკა თუ მეტოქეების სტილის ანალიზი“.

არის თუ არა MMA ძალიან ძალადობრივი სპორტი

„ფორმულა 1 და Moto GP ძალადობრივ სახეობებად არ ითვლება, რადგან მათთან შეჩვეული ვართ, თორემ ორივე მათგანი ძალიან სახიფათოა. იგივე ეხება კორიდას. ხალხი UFC-ს უნდა შეეჩვიოს და ამისთვის დროა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე ედსონ ბარბოზაა. ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება 29 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
„რონალდოს გარდა ასეთი გავლენა არავის მოუხდენია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა