ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

მატეო პოლიტანო: ხვიჩა ძალიან ძლიერი ფეხბურთელია

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 1:2 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში კვარა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შემოგვთავაზა. 21 წლის ფეხბურთელმა 55-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და ანგარიში 0:1 გახადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველი გოლის ავტორმა განვლილი თამაში მცირე კომენტარით შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

რა თქვა პოლიტანომ:

ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლითი თამაშის შემდეგ ცოტა დაღლილები ვიყავით. დღეს კარგი სტარტი არ გვქონდა, მაგრამ შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და უკეთესად ვმოქმედებდით. რევოლუცია? არ ვიცი... თავიდანვე ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდი გვყავდა და კარგი მატჩების ჩატარება შეგვეძლო. ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან გვჯერა, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები გვყავს და კარგად თამაში შეგვიძლია.

ჟურნალისტმა პოლიტანოს პენალტის შესახებაც ჰკითხა, რაზეც იტალიელმა ფეხბურთელმა ხუმრობით უპასუხა:

პენალტი? შემდეგ გეტყვით როგორც უნდა დამერტყა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. პირველივე დღეებიდან დავინახეთ, როგორ მოძრაობდა ის ბურთთან ერთად და როგორ ეპყრობოდა მას. თავიდანვე ძალიან ძლიერი იყო.

ხვიჩას ყველა ეპიზოდი მილანთან:

„მილანთან“ გამარჯვება „ნაპოლისთვის“ სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს.

კვარას და „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით 17:00 საათზე ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ მილანთან მძიმე ბრძოლაში მოიგო - კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ნაპოლიმ მილანთან მძიმე ბრძოლაში მოიგო - კვარა ერთ-ერთი საუკეთესო იყო