ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სტეფანო პიოლი: „კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია“

იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სან სიროზე, მილანს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 1:2 გაიმარჯვა.

ტრადიციულად, ხვიჩამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 55-ე წუთზე ხვიჩამ პენალტიც მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ შეასრულა და ნაპოლი დააწინაურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მატჩი მილანის მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა სპეციალისტმა, სტეფანო პიოლიმ შეაფასა და ქართველ ტალანტს ,,დიდებული ფეხბურთელი" უწოდა.

რა თქვა პიოლიმ?

,,რა თქმა უნდა, მატჩის შედეგით კმაყოფილი არ ვარ. მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ და ძალიან ცოტა მომენტი შევქმენით, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დავმარცხდით, რადგან ხარისხი და მონდომება მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. წაუგებელი სერიის შემდეგ, ასეთი მარცხი სირცხვილია. ამ საღამოსგან ყველას რაღაც გვაქვს სასწავლი.

კიაერი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე, ხოლო  კალაბრია კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას დაიღალა. რომ არ დაღლილიყო, მისი ცვლილება გეგმაში არ მქონდა. კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია".

ხვიჩას ყველა მომენტი მილანის წინააღმდეგ

მილანთან გამარჯვება ნაპოლისთვის სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ატალანტასთან ერთად ლიდერობს.

ხვიჩა და ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე, ტორინოს წინააღმდეგ, გამართავენ. იქამდე, ხვიჩა საქართველოს დაუბრუნდება და სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“