ძიუდო
Aa
Aa

მე-3 ადგილი გუნდურ შეჯიბრში - ახალგაზრდა ძიუდოისტების წარმატება ევროპირველობაზე

საქართველოს იუნიორთა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.

ქართველი ძიუდოისტები გადამწვყვეტ მატჩში უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დიდი უპირატესობით, 4:1 გაიმარჯვეს.

ირაკლი ცირეკიძის გუნდმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის ნაკრები 4:1 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი საფრანგეთთან, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული გახდა, 3:4 დამარცხდნენ.

იუნიორთა ნაკრების ღირსებას თორნიკე ფოლადიშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე -90 კგ.), მარინე მაისურაძე (+70 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+90 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.), კოტე კაპანაძე, ვახტანგ პავლიაშვილი -73 კგ.) და ნინო გულბანი, ეთერ ასკილაშვილი (ორივე -70 კგ.) იცავდნენ.

ერთეულთა ჩათვლაში ახალგაზრდა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი შალვა გურეშიძე (+100კგ) გახდა, ვერცხლის მედალს ალეკო კასრაძე (-66კგ) დაჯერდა, ბრინჯაოს მედლებს კი მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია