მეტოქეები ცნობილია - რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი ცნობილია
რაგბი ევროპამ ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა იცვლება. მოგეხსენებათ, 2000-16 წლებში ტურნირს ევროპის ერთა თასი ეწოდებოდა.
2023 წლიდან ტურნირში 6 გუნდის ნაცვლად 8 გუნდი იასპარეზებს. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია იქნებიან. B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი ითამაშებენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 2023 წლის 4-18 თებერვალს გაიმართება. საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია: საქართველო - გერმანია (4 თებერვალი), ნიდერლანდები - საქართველო (11 თებერვალი), ესპანეთი - საქართველო (18 თებერვალი).
თითოეული ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 გუნდი გავა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე გასული კლუბები ფლეი-ოფის გზით ბრძოლას ნახევარფინალში მეხუთე ადგილისთვის გააგრძელებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 4-5 მარტს გაიმართება, ფინალური შეხვედრები კი - 18-19 მარტს.
ორწლიანი ასპარეზობის ჯამში მერვე ადგილზე გასული გუნდი „ალაფაზე“ დაქვეითდება.