სტეფ კარი
Aa
Aa

უვადო და 1 მილიარდიანი კონტრაქტი - კარის და Under Armour-ის გრანდიოზული შეთანხმება

გოლდენ სტეიტის სუპერვარსვკლავი, სტეფ კარი Under Armour-თან უვადო კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ინფორმაციას ამერიკული სააგენტო Rolling Stone ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ამერიკელ კალათბურთელს 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.

კარი ამერიკული სპორტული კომპანიის, Ander Armour-ის მთავარი სახეა და მას ბრენდთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. ახალი პირობების მიხედვით, კონტაქტი დაახლოებით Nike-სა და მაიკლ ჯორდანს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების მსგავსია.

ცნობისთვის, კარიერის დასაწყისში კალათბურთელი Nike-თან თანამშრომლობდა, 2013 წლიდან კი Under Armour-ში გადავიდა. თავიდან, ის წელიწადში კომპანიისგან 4 მილიონ დოლარს იღებდა, 2015 წელს კი ახალი კონტრაქტი გააფორმა და შემოსავალი 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

2018 წელს მხარეები ხელშეკრულების გაწყვეტასთან ახლოს იყვნენ. როგორ ადგილობრივი მედია ამბობს, კარი Under Armour-ს კონკურენტ კომპანიაში გადსვლით დაემუქრა, თუმცა საბოლოოდ, ბრენდის დამფუძნებელმა კევინ პლანკმა და სტეფ კარიმ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სახალისო ვიდეო - ენტონი დევისმა NBA 2k-ს თამაშის დროსაც ტრავმა მიიღო
სახალისო ვიდეო - ენტონი დევისმა NBA 2k-ს თამაშის დროსაც ტრავმა მიიღო