ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი, აკი ბაშო
Aa
Aa

სუფთა მოგება წაართვეს? - ტოჩინოშინის საკამათო მარცხი აკი ბაშოზე

აკი ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა და სამწუხაროდ ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტოჩინოშინის საკამათო მარცხი ჩაეწერა. გამეორებაზე კარგად ჩანს, ჰოკუტოფუჯის დაცემის მომენტში, ლევანს დოჰიოს გარეთ ფეხი არ ჰქონია დადგმული, თუმცა გიოჯიმ გამარჯვება იაპონელ რიკიშის მიანიჭა. თუმცა, აღნიშნული ეპიზოდი მონოის შეკრებას მაინც იმსახურებდა.

ასეა თუ ისე, ტოჩინოშინს დღეს შემოდგომის სუპერტურნირზე მეორე წაგება ჩაეწერა და მოგება-წაგებათა ბალანზი 2:2-ზე გახდა.

ლევან გორგაძე აკი ბაშოზე მომდევნო შეხვედრას ხვალ, მე-6 მაეგაშირა ენდოს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო