თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

2025 წლამდე ვირტუსში - შენგელიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.

იტალიაში, ქართველი კალათბურთელის თამაშით მეტად კმაყოფილნი არიან და მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ თორნიკე შენგელიამ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იტალიურ კლუბში 2025 წლამდე დარჩება. ამის შესახებ ინფორმაცია „ვირტუს ბოლონიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა.. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქართველმა კალათბურთელმა მოსკოვის ცსკა-ში თამაშზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის და როდრიგოს გვერდით - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში
ვინისიუსის და როდრიგოს გვერდით - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში