ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი
Aa
Aa

სუკუინაგე - ტოჩინოშინი მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

„აკი ბაშოს“ მეორე საშეჯიბრო დღეს 34 წლის ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე მე-9 მაეგაშირა მიოგირიუსთან დამარცხდა. დაძაბული შეხვედა მიოგირიუმ სუკუინაგეს ილეთით მოიგო.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. მათი 8 ბრძოლიდან ქართველმა სპორტსმენმა 6 მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, „აკი ბაშოს“ პირველ საშეჯიბრო დღეს  ლევან გორგაძემ მე-7 მაეგაშირა, 26 წლის ონოშო დაამარცხა.მეტოქემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და სწრაფად შეუტია, ლევანმა კი ონოშო ჰატაკიკომის ილეთზე წამოაგო და დოჰიოზე დააგდო. ასე რომ, საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი თანაბარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე
„მახსოვს, ახალდაბაში შევჩერდით და იქ გავიგეთ იმ დიდი ტრაგედიის შესახებ“ - რას იხსენებს ლუკა კურტანიძე