ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ზურაბ დათუნაშვილი
Aa
Aa

ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი 87 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

დათუნაშვილი ფინალში დანიელ ტურპან ბისულთანოვს შეხვდა მეტოქე დამაჯერებლად, 5:2 დაამარცხა.

ფინალამდე სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელ დავიდ ლოსონხის 4:3 მოუგო, მეოთხედფინალში შვედი ალექს კესიდისი გამოთიშა ასპარეზობას (4:1), მერვედფინალში კი გერმანელ ჰანეს ვაგნერს 5:0 აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატი კარიერის განმავლობაში მეორედ გახდა. 2021 წელს ოსლოში გამართულ პლანეტის პირველობაზე 31 წლის მოჭიდავემ ასევე სერბეთის სახელით მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია
მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია