გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძის 90 წუთი - სლოვანის უგოლო ფრე კონფერენს ლიგაზე

კონფერენს ლიგის პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ვლადიმირ ვაისის გუნდში 3 ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა. ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გამო არ უთამაშია, გურამ კაშია კი განაცხადში არ იმყოფებოდა.

„ჩაკვე“ ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთიც გაატარა.

რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა საქმე გოლამდე არ მისულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

H ჯგუფში მათ გარდა შვეიცარიული „ბაზელი“ და ერევნის „პიუნიკი“ იმყოფებიან. „ბაზელმა“ სომხურ კლუბს შინ 3:1 მოუგო და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

მეორე ტურში ქართველების „სლოვანი“ სტუმრად ერევანში ჩავა და „პიუნიკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტრენტ, ამოხვედი კვარას ჯიბიდან?“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩას თამაშზე
“ტრენტ, ამოხვედი კვარას ჯიბიდან?“ - უცხოელი ქომაგები ხვიჩას თამაშზე