ევრობასკეტი, ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, მონტენეგროს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ლოგიკური გამარჯვება - ესპანეთმა მონტენეგროს მოუგო

ევრობასკეტის A ჯგუფის მეორე მატჩში, თბილისი არენაზე ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროს შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო დამაჯერებლად, 17 ქულის სხვაობით - 82:65 დაამარცხა.

სერჯიო სკარიოლოს გუნდმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ტემპი მთელი თამაშის განმავლობაში არ დაუგდია. შეიძლება ითქვას, რომ ბელგიასთან სენსაციური მარცხის გამო ესპანეთმა მთელი ჯავრი მონტენეგროზე იყარა და ლოგიკური გამარჯვებაც ჩაიწერა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვილი ერნანგომესი გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტიც 22-ს გაუტოლდა. ერნანგომესმა მოედანზე გატარებულ 24:49 წამში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 14 ქულა, 13 მოხსნა და 1 ასისტი. გამორჩეული იყო ლორენცო ბრაუნიც, რომელმაც 19:46 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

მონტენეგროს ნაკრებიდან კი ქულების რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი ვლადიმირ მიჰაილოვიჩს ჰქონდა 27:04 წუთში 18 ქულა.

შესაბამისად, ესპანეთმა ჯგუფში მე-3 მოგება ჩაიწერა და ჯგუფში ლიდერობა დაიბრუნა.

A ჯგუფში მე-4 ტურის დასკვნითი მატჩი 21:00 საათზე გაიმართება, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისი არენაზე ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: თურქეთის საჩივარზე FIBA-ს გადაწყვეტილება ცნობილია
ოფიციალურად: თურქეთის საჩივარზე FIBA-ს გადაწყვეტილება ცნობილია