ევრობასკეტი, თორნიკე შენგელია, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მოგვმართავდნენ შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ“ - შენგელიას განცხადება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში გუშინ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ  ნაკრებებს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ქართველი კალათბურთელის განცხადებას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

რას წერს შენგელია:

სამწუხაროდ, გუშინ არაფრისგან არასახარბიელო სიტუაცია წარმოიშვა, რომლის არიდება ორივე მხრიდან იყო შესაძლებელი.

ერთის მხრივ, შეგვეძლო სხვანაირად გვემოქმედა, პროვოკაციებსა და ემოციებს არ ავყოლოდით.

თუმცა, ვიმოქმედეთ, როგორც ადამიანენმა, კაცებმა და გამოვხატეთ ჩვენი ემოცია.

როდესაც კონფლიქტი წარმოიშვება, იგი აუცილებლად მოედანზევე უნდა დარჩეს. ოპონენტი გუნდის მოთამაშე საკუთარი მეგობრების, ოჯახისა და ათასობით გულშემატკივრის წინაშე, გვირაბში გაყოლასა და იქ ჩხუბის გაგრძელებას არ უნდა გთხოვდეს.

მაშინ, როდესაც ჩვენი გასახდელისკენ მივდიოდით, პროვოკაციები გვირაბის მეორე მხრიდან კვლავ გრძელდებოდა. მოგვმართავდნენ ყველანაირი შეურაცხმყოფელი შეძახილით, ჟესტით და საჩხუბრად გვიწვევდნენ.

ამასთანავე, თურქული მედიის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა რადიკალურად განსხვავებული სურათი შექმნეს, რომელმაც ჩვენი და ჩვენი ოჯახების მიმართ აგრესია გამოიწვია.

აგრესია, რომელიც შეიცავს გამაღიზიანებელ მესიჯებსა და სასიკვდილო მუქარებს.

ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას, მე-4 მეოთხედის 4:48 წუთზე დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის გამო, მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება გასახდელში ფიზიკურ სწორებაში გადაიზარდა.

თურქული მედიის მტკიცებით, ინციდენტში დუდა სანაძის გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორკმაზს ფიზიკურად უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელიც გაუსწორდა.

ცნობისთვის, თურქული მხარე FIBA-სგან უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევრობასკეტის დატოვებით იმუქრება. თურქები ასევე ამტკიცებენ, რომ მოედანზე ინციდენტის მიმდინარეობისას ტაბლოზე დრო 22 წამის განმავლობაში არ გაჩერებულა და წამმზომი ტყუილად იყო ჩართული. თურქეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელები FIBA-სგან ამ საკითხის გამოძიებასაც ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: “ატამანის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ“
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: “ატამანის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ“