ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია

EA SPORTS™ FIFA 23-ში ,,ნაპოლის'' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია. 21 წლის გარემარბს საუკეთესო მონაცემები სისწრაფეში, პასსა და დრიბლინგში აქვს, ყველაზე დაბალი კი დაცვითი შესაძლებლობების კუთხით:

სისწრაფე - 81, პასი - 71, დარტყმა - 66, დრიბლინგი - 79, დაცვითი შესაძლებლობები - 41, ფიზიკური გამძლეობა - 66. საერთო ჯამში ხვიჩას რეიტინგი - 74.

სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიამ 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, გასულ სამ შეხვედრაში მის აქტივში 4 საკვანძო გადაცემაა, თუმცა მისი დრიბლინგების მაჩვენებელი დაბალია, 16 მცდელობიდან მხოლოდ 1 დრიბლინგი შეასრულა წარმატებით. აღნიშნულ სტატისტიკურ ინფორმაციას იტალიური kickest-ი აქვეყნებს.

მე-4 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლეჩეს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

3 ტურის შემდეგ ,,ნაპოლი'' დაუმარცხებელია. სერი ა-ს ,,ნაპოლი'', ,,''მილანი'', ,,ტორინო'', ,,ატალანტა'', ,,ლაციო'' და ,,რომა'' 7-7 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანენ“ – ESPN-ის კომენტატორი
„კვარაცხელია და მამარდაშვილი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანენ“ – ESPN-ის კომენტატორი