გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

,,მინიმუმ 1 ქულა უნდა აგვეღო“ - მიქაუტაძე მარცხით იმედგაცრუებულია

საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ორ ტურში გიორგი მიქაუტაძის ,,მეცმა'' მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, ,,ლავალთან'' გასვლით შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობა დაკარგა და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ამ იმედგაცრუების შემდეგ ,,მეცი'' შინ ,,დიჟონთან'' 1:2 დამარცხდა. საშინაო მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ხუთივე შეხვედრა სასტარტოში ჩაატარა, ფრანგულ მედიასთან ისაუბრა:

,,იმედგაცრუებული ვარ, ,,ლავალთან'' დაკარგული ორი ქულის შემდეგ მეტის გაკეთება გვსურდა, თუმცა ასე არ გამოვიდა. მინიმუმ 1 ქულა უნდა აგვეღო. მომავალ შეხვედრებს პოზიტიურად ვუყურებ, ხარვეზების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშავოთ და ,,როდეზთან'' მატჩს თავაწეულები შევხვდე''.

21 წლის გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ხუთ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. მე-6 ტურში ,,მეცის'' მეტოქე გასვლით შეხვედრაში ,,როდეზი'' იქნება, თამაში 30 აგვისტოს გაიმართება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მიქაუტაძის დამატება ინგლისურ ''ბარნლის'' სურდა, თუმცა მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,იუვესთვის შეუძლებელი არაფერია“ - კარლო ნესტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,იუვესთვის შეუძლებელი არაფერია“ - კარლო ნესტიმ ხვიჩაზე ისაუბრა