ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

US Open: ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

ნიუ იორკში სეზონის მე-4 დიდი სლემის ტურნირის US Open-ის საკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდა და ძირითადი ბადის ყველა მონაწილე გახდა ცნობილი.

ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეც. ქართველი აშშ-ში 31-ე ნომრად წარდგება და მას მეორე რაუნდში გასასვლელად 22 წლის ჩინელი იბინ ვუს დამარცხება დასჭირდება.

ვუ ამჟამად მსოფლიოში 178-ე ჩოგანია. ახალგაზრდა ჩინელი თანამემამულე ჟიჟენ ჟანთან ერთად ისტორიულ ტურნირის ჩაატარებენ, რადგანაც აქამდე აშშ-შ ღია პირველობის ძირითად ბადეში (მამაკაცთა შორის) არცერთ ჩინელს არ უთამაშია.

რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, თუ ბასილაშვილი ვუს გასცდება, მისი მეტოქე ამერიკელ ბენ შელტონსა და პორტუგალიელ ნუნუ ბორჟესს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ბოლოს „უინსტონ-სალემის“ ტურნირზე იასპარეზა, რომლის საპრიზო ფონდი 731 935 დოლარია და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 67-ე ნომერს, ტიაგუ მონტეირუს დაუპირისპირდა და 2 სეტში 4:6, 1:6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი | Lorenzo Who? როგორ ცვლის ხვიჩა ნაპოლის თამაშს
ანალიზი | Lorenzo Who? როგორ ცვლის ხვიჩა ნაპოლის თამაშს