რომა, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

ლოჩოშვილის მაგარი მატჩი რომასთან და Sofascore-ს მაღალი შეფასება

სერია ა-ს მეორე ტურში „კრემონეზე“ „რომას“ ესტუმრა. შეხვედრის დაწყების წინ, ქართველი ქომაგებისთვის შესანიშნავი ამბავი გახდა ცნობილი. მასიმილიანომ ძირითად შემადგენლობაში ახალწვეული ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და მწვრთნელის იმედები გაამართლა.

მატჩი „რომას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე კრის სმოლინგმა გაიტანა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მოურინიოს ბიჭები დომინირებდნენ და შეტევას შეტევაზე აკეთებდნენ.

„კრემონეზეს“ დაცვა ლოჩოშვილის თამადობით მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ 65-ე წუთზე სმოლინგმა გაიტანა. აღნიშნულ ეპიზოდში სტუმრებს ინგლისელი მცველი კუთხურზე გაეპარათ და მარტო დატოვეს.

პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში ნიკოლო ძანიოლო „კრემონეზეს“ მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და რომ არა ლოჩოშვილი, გოლსაც გაიტანდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე ვარდნით ბურთი გადააგდო და სიტუაცია განმუხტა.

მეორე ტაიმის 68-ე წუთზე, ქართველი უკანახაზელი შეტევაში გადავიდა და შორი მანძილიდან ყუმბარისებული დარტყმა განახორციელა, რომელიც პირდაპირ კარში წავიდა, მაგრამ რომაელთა კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ცნობისთვის, ლოჩოშვილი 85-ე წუთზე შეცვალეს.

ლუკას სტატისტიკა „რომასთან“

85 წუთი, 1 ჩაჭრა, 1 დაბლოკვა, 1 ზუსტი დრიბლინგის მცდელობა, 10-დან 7 მოგებული დუელი, 1-დან 1 საჰაერო მოგებული დუელი, 7-ჯერ დაკარგა პოზიცია, 2-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ მასზე დაჯარიმდნენ. ჯამში კი ქართველი ფეხბურთელი ბურთს 54-ჯერ შეეხო. საერთო ჯამში გამოცემა Sofascore-მა ლოჩოშვილს 7.6 შეფასება დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
`ჯდები გასახდელში და გალაქტიკოსს ხედავ` - მე რობერტო კარლოსი ვარ
`ჯდები გასახდელში და გალაქტიკოსს ხედავ` - მე რობერტო კარლოსი ვარ