„მასზე ვიდარდებ და მისით გავიხარებ“ - კანჩელსკისმა ხვიჩაზე ისაუბრა
''მანჩესტერ იუნაიტედის'' ექს-ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩას შეუძლია სერია ა-ს ვარსკვლავი გახდეს.
''მას წარმატებებს ვუსურვებ. მასზე ვიდარდებ და მისით გავიხარებ. ჩვენთვის ეს ბიჭი უცხო არაა. ხვიჩას გამო მხოლოდ გახარება შეიძლება. ახლა ის საოცრად პროგრესირებს. ახლა ვერ ვხედავ მის მაქსიმუმს, შეუძლია სერია ა-ს ვარსკვლავი გახდეს. ქართველმა მწვრთნელებმა გახსნეს, ჩვენებმა (რუსმა მწვრთნელებმა) კი ტყუილად არ იმუშავეს, დაასრულეს და დიდი გზა გაუხსნეს''.
კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, რაც დაუჯერებლად ბრწყინვალე სტარტია სერია ა-ს დებიუტანტისთვის.
საწყისი ორი ტურის შემდეგ ''ნაპოლიმ'' ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, 9 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.
მესამე ტურში ''ნაპოლი'' ''ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება.