2 ოქროს მედლის შანსი - ბროლაძე და ბოლქვაძე ფინალში არიან
Aa
Aa

2 ოქროს მედლის შანსი - ბროლაძე და ბოლქვაძე ფინალში არიან

სოფიაში 20-წლამდე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც, საქართველოს, როგორც მინიმუმ 2 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

82 კგ კატეგორიაში ოქროს მედლისთვის აჩიკო ბოლქვაძე იჭიდავებს, რომელმაც ჩეხი მარეკ ვრბა, ინდოელი დაჰიასი და უკრაინელი რუსლან აბდიევი დაამარცხა. ფინალში კი ქართველის მეტოქე ირანელი ალირეზა მოჰმადიპიანი იქნება.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ოქროს მედლისთვის 67 კგ კატეგორიაში ნიკოლოზ ბროლაძე იბრძოლებს, რომელმაც ფინალამდე ხორვატი ლუკა ივანჩიჩი, ფინელი მანილა და ირანელი სეიდ სოჰრაბი დაამარცხა. ბროლაძე ფინალში აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფინალები 21 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ,,ახალწვეულებმა კლუბსა და ქომაგებს დიდი სიამოვნება მიანიჭეს“
სპალეტი: ,,ახალწვეულებმა კლუბსა და ქომაგებს დიდი სიამოვნება მიანიჭეს“